თემურ ჭყონიას კომპანიამ ხვიჩა კვარაცხელიას საჩუქარი გადასცა.
December 28, 2025

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
კვარაცხელიასა და ბაქარაძეს თემურ ჭყონიას კომპანიამ 50 000-50 000 ლარი გადასცა.