ბიზნესმენ ლაშა ბასლანძესთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.
November 1, 2025

ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს სამშაბათს დაკრძალავენ. პანაშვიდები კი კვირას და ორშაბათს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა ბასლანძის მეგობარი, ლევან კირვალიძე ავრცელებს.
„ჩემი საიმედო ადამიანის და მეგობრის, ძმაკაცის ჩემი ბასლას სამძიმარი: კვირას და ორშაბათს დიღომი 7, ოლა სოლოღაშვილის I შესახვევი N9
გამოსვენება სამშაბათს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან, 14:00 საათზე,“ – წერს ლევან კირვალიძე.
ცნობისთვის, რესტორან „ქვევრის“ მფლობელი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე იტალიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.