ტანკერზე, რომელიც ირანმა დაბომბა, 23 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა” –

March 12, 2026

12 მარტის ღამეს, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მცურავ რამდენიმე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა – მიზეზი ირანის მხრიდან თავდასხმაა. მეზღვაურები ამბობენ, რომ ეს იყო ტერაქტი და გარდა ნავებით ტანკერებთან მიტანილი ასაფეთქებელი საშუალებებისა, რომლებიც, სავარაუდოდ, დისტანციურად იმართებოდა, ხომალდების წინააღმდეგ დრონებიც გამოიყენეს”, – ამის შესახებ რადიო “თავისუფლება” წერს.

“ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა ფაქტი იმის შესახებ, რომ ტანკერები ირანის უპილოტო წყალქვეშა აპარატმა ააფეთქა. თავდასხმის სამიზნე ხომალდებიდან ერთს, მალტის დროშით მცურავ Zefyros-ს, ქართველი კაპიტანი ჰყავდა – ამ გემზე, ჯამში, 23 ქართველი მეზღვაური იყო.

ერთ-ერთი მეზღვაურის ცოლი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გადარჩენილები უკვე ხომალდზე არიან გადაყვანილი და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. თავდასხმის შედეგად დადასტურებულია ერთი მეზღვაურის დაღუპვა – მისი ვინაობა და ეროვნება გავრცელებულ ცნობებში არ კონკრეტდება.

“მე ვესაუბრე წუხელ ღამის 12 საათზე და ყველაფერი კარგად იყო, მერე თვითონ დამირეკა ღამის 2-ის ნახევრისთვის, ჩქარ-ჩქარა მითხრა: “ყველა კარგად ვართ, ყველა გადავრჩით” და ბოლოს უკვე დილას ველაპარაკე – ამათ ტანკერს დრონიც მოხვდა, ყველაფერი დაიწვაო. მეორე ტანკერზე იყო მსხვერპლი. ერაყის პორტში არიან გადაყვანილები”, – უთხრა რადიო თავისუფლებას მეზღვაურ ირაკლი ჯაშის ცოლმა, ნინჩო სურმანიძემ.

წაიკითხე ვრცლად